თელავში დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. დაპირისპირება დაკავებულის მშობელბსა და მანდატურებს შორის მოხდა. ხმაურის მიზეზი ოჯახის წევრების პროცესზე არშეშვება გახდა.
მშობელბი აცხადებდნენ, რომ მათ შვილებს პოლიცილები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტის დროს დაზიანდა სასამართლოს ინვენტარი. მოგვიანებით კი მოსამართლემ მშობლების პროცესზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
27 თებერვალს თელავის ერთ ერთ კაფეში ახალგაზრდებსა და პოლიცილებეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბრალდების მხარე მათ პოლიცილებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობას ედავება.
ამ წუთები თელავის რაინულ სასამართლოში დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღოონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
“ნაცემები არიან სასტიკად. სასტიკად აწამეს. ორი ღამეა, აწამებენ. შიგნით 30 პოლიციელია და ჩვენ არცერთი არ შეგვიშვეს შიგნით. არ გვიშვებენ იმიტომ, რომ დანგრეულები არიან, ადამიანებს აღარ გვანან. მალავენ. აბა, როგორ შეიძლება, პროცესზე მარტო პოლიცია იყოს და მშობელი არ ესწრებოდეს,“ - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მშობელმა.