20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"მარიხუანას მოხმარება მცირე ოდენობით კანონით არ უნდა ისჯებოდეს", - ზურაბ ჯაფარიძე

"მარიხუანას მოხმარება მცირე ოდენობით კანონით არ უნდა ისჯებოდეს" - ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის ინიციატივა პარლამენტმა უკვე განიხილა და ხვალ კენჭი უნდა ეყაროს.

ცენტრის ლიდერების წინასწარი ინფორმაციით პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. სწორედ ამიტომ, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მომზადდა სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნება.

"ჩვენ დღეს შეგვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარებისთვის ხვალიდან ადამიანებს ციხეში ვეღარ ჩასვამენ. ჩვენ ამით გავასწორებთ იმ ხარვეზს, რა ხარვეზის გასწორებაზეც უარი თქვა საქართველოს პარლამენტმა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები