20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ადიგენში მართლმადიდებელი თემის წარმომადგენელებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ

ადიგენის გამგებელი რამდენიმე საათი ცდილობდა ორივე მხარესთან მოლაპარაკების გამართვას. შედეგად, მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმება შედგა.

“ჩემი თხოვნაა, რომ იყოთ კორექტულები, ნუ მოგვერევა სასმელი და ნუ მოგვერევა ემოციები. სამი ადამიანი ორივე მხრიდან და გადავწყვიტოთ ეს საქმე კარგად,“ -  აღნიშნა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ. 

თავიანთი მოთხოვნები აქვთ მართლმადიდებელი თემის წარმომადგენელებს.

“დავთანხმდებით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი პირობებიც იქნება გათვალისწინებული. ანუ ეს სასაფლაო იქნება საერთო. ასევე გვექნება მეჩეთზე ლაპარაკი, რომელიც ჩვენ სოფელში არის დანგრეული და ის აღდგენას არანაირად არ დაექვემდებარება,“ - აღნიშნა  მართლმადიდებელი თემის წარმომადგენელმა.    

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ადიგენის ერთ-ერთ ოჯახში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ესწრებიან ჭულევის მონასტრის წინამძღვარი, მამა ანთიმოზი, ჭელას მეჩეთის წინამძღვარი, ჯამბულ აბულაძე.

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები