20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
მამუკა ახვლედიანი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წევრებს შეხვდა

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წევრებს შეხვდა. მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან გაიარა კონსულტაცია მის უფლებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

“გასაგებია მათი ლოგიკა, რომ, თითქოს, ბრძანება არასწორად გამოვეცი, მაგრამ ეს, როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ. როგორც კოლეგიის თავმჯდომარეს რა დარღვევა მაქვს, საერთოდ ერთი სიტყვა გადაწყვეტილებაში ნახსენები არ არის.  გადაწყვეტილებაში  არანაირ დასაბუთებაზე საუბარი არ არის. ყველა სამართლებრივი გზა შეიძლება იყოს გამოყენებული, რითაც მოხდება ამ უფლებების დაცვა,“ - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. 

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები