20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ადიგენში მომხდარ ფაქტზე ომბუდსმენი და არასამთავრობოები ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაზე საუბრობენ

სახალხო დამცველი ადიგენის ინციდენტზე ხელისუფლების სათანადო რეაგირებას ითხოვს. უჩა ნანუაშვილი რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ახალ შემთხვევას სამართალდამცავი ორგანოების მიერ წინა შემთხვევაში არასათანადო რეაგირებას უკავშირებს.

ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. თუკი უმცირესობების ჩაგვრისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენის გამო კონკრეტული პირები არ დაისჯებიან, მესამე სექტორი მდგომარეობის გაუარესებას ელოდება.

საპატრიარქო და მუსლიმთა სამუფთო მზადაა, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა. ორივე რელიგიის სასულიერო პირები პროცესების ხელოვნურ ესკალაციაზე საუბრობენ.

ადიგენში მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველის ოფისი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სწავლობს.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები