სიტუაციის დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით, მთელი დღის განმავლობაში სოფელი ადიგენი პოლიციის ცოცხალი კედლით შუაზე იყო გაყოფილი. დღის ბოლოს მუსლიმი და მართმადიდებელი მრევლის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
მუსლიმები სასაფლაოს გადაცემას ითხოვენ, რომელიც მათ რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამოუყო. ადიგენის მართლმადიდებლური მრევლი კი აცხადებს, რომ ცალკე სასაფლაო სოფელში არ უნდა იყოს.
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას ითხოვენ, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს "სისხლის სამართლის კოდექსის" 156-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო გულისხმობს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე