თბილისში შესაძლოა, მეტრო გაჩერდეს. მეშახტეების შემდეგ გაფიცვით მეტროპოლიტენის მემანქანეები იმუქრებიან. დღეს მათ თბილისის მერს ოფიციალურად მოსთხოვეს ხელფასის გაზრდა. დავით ნარმანია უარს ამბობს, მემანქანეები კი ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებულ 21 დღეს აძლევენ.
გაჩერდება თუ არა მეტროპოლიტენი, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მეტროს თანამშრომლები საკუთარ მოთხოვნებზე პასუხს სწორედ მერიიდან ელოდებიან.
მემანქანეებმა დღეს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს და ხელფასის გაზრდა მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას არ გეგმავენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე