20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
საერთაშორისო გამჭვირვალობა შემოვლითი რკინიგზის შესახებ დასკვნას აქვეყნებს

დახარჯული 200 მილიონი დოლარი, 70%-ით დასრულებული პროექტი და ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს დასკვნას თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციამ მთლიანად შეისწავლა რკინიგზის ირგვლივ შექმნილი ვითრება და სვამს კითხვას, - რატომ არაფერს არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება 3 წლის განმავლობაში შეჩერებული მშენებლობის გასაახლებლად.

სახელმწიფო უწყებები კი ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ.

არასამთავრობო რგანიზაციის მიერ დაწერილი დასკვნის მიხედვით, გასული პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ ხარვეზის აღმოფხვრა და პროექტის დასრულება შესაძლებელი იყო. მითუმეტეს, რომ საქართველოს რკინიგზაშიც, რომელსაც პროექტის განხორციელების ვალდებულება აკისრია, აცხადებენ, რომ უცხოელი სპეციალისტების მიერ მომზადებული სამი ალტერნატიული ვარიანტი თბილისის მერიაში უკვე გადაგზავნილია.

პასუხზე, რომელსაც რკინიგზაში მერიისგან ელოდებიან, დავით ნარმანიამ ჟურნალისტები ისევ რკინიგზაში გააგზავნა. თბილისის მერმა დაადასტურა, რომ პროექტები მიღებულია აქვთ და მათ ქალაქდაგეგმარების ჭრილში განიხილავენ.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა 

დღის ამბები