20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
შესაძლებელი იყო ამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა - ირაკლი ქადაგიძე

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს გადაცემა არჩევანში ეხმაურება.

ირაკლი ქადაგიძის  თქმით, სანამ გამოძიება არ დაასრულებს თავის საქმეს, მანამდე მოტივებზე საუბარი მხოლოდ ხელს შეუშლის გამოძიებას.

“რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ამ დანაშაულის ცხელ კვალზე გახსნა, მაგრამ დღემდე ეს დანაშაული გაუხსნელია. ფაქტობრივი მონაცემები იძლევა საფუძველს იმისას, რომ გამოძიება რაღაც ეტაპამდე იყოს მისული. ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ხუთი დღის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მოტივი, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ეს დანაშაული. მაგრამ მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს არის შეცდომა. ეს არის გამოძიებისთვის ხელის შეშლა და არავითარ შემთხვევაში, სანამ გამოძიება არ დაასრულებს თავის საქმეს, მანამდე ამ მოტივებზე საუბარი მხლოდ და მხოლოდ ხელს შეუშლის გამოძიებას,“ - განაცხადა ქადაგიძემ.      

დღის ამბები