20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
შესაძლოა ალექსი პეტრიაშვილი დღეს დაკითხონ

თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს პალატაში სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, გამოძიებას პეტრიაშვილი ჯერ არ დაუკითხავს. არ არის გამორიცხული, გამომძიებლებმა პეტრიაშვილი დღეს დაკითხონ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერები უკვე შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს და პირადად მისგან მოისმინეს ინფორმაცია.

გიორგი მღებრიშვილი მათ მომხდარის დროულად გამოძიებას დაპირდა. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, შესძლოა საქმის გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით გაგრძელდეს.

ამჟამად ფაქტზე გამოძიება სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები