საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი.
მას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.
შერილ ლაიონი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსაც ესტუმრა. ის ასევე დაესწრო წვრთნას მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე.
შერილ ლაიონის თქმით, აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ძლიერი ევროპის ჩამოყალიბებას და ქართული შეიარაღებული ძალები ამ გეგმის ნაწილია.