20 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
ლილოს ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი "გეზ 2"-ის წინააღმდეგ

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეების ნაწილი ”გაფორმების ეკონომიკური ზონა 2”-ის წინააღმდეგ პრეტენზიებს გამოთქვამენ.

მათი თქმით, ე.წ. "გეზ 2"-ში ბოლო რამდენიმე თვეა საზღვარგარეთიდან შემოტანილი საქონლის თითქმის 90 პროცენტს სპეციალისტები თავიდან აფასებენ და რეალურ ღირებულებზე ბევრად ძვირ ფასს უთითებენ, რაც ბუნებრივია საბოლოოდ განბაჟების გადასახადზე აისახება.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ თურქეთში შეძენილი საქონლის ინვოისი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სადაც საქონელში გადახდილი ფასები დეტალურადაა აღწერილი, თან აქვთ.

ერთერთი მოვაჭრის თაფთიგ იოფჩიევის პრეტენზიებს შემოსავლების სამსახურში უპასუხეს.

სამსახურის წარმომადგენელმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ იოფჩიევმა წელს განახორციელა 5 იმპორტი, სასაქონლო ოპერაცია. აქედან 3 შემთხვევაში მისი იმპორტის ოპერაციაზე დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.

"მხოლოდ 2 შემთხვევაში მოხდა წინასწარ დეკლარირებული თანხის შეცვლა. პირველ შემთხვევაში გახლდათ 50 ლარიანი განსხვავება. ბოლო შემთხვევაში, რასაც ის აპროტესტებს, მას წინასწარ დეკლარირებული ჰქონდა 1522 ლარი და სასაქონლო ექსპერტიზის შემდეგ დადგინდა 1542 ლარი", - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა. 

დღის ამბები