თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან 98 თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბრიფინგი მონიტორინგის ცენტრმა მედიატორმა გამარტა.
მათი განცხადებით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლები უსაფუძვლოდ გაათავისუფლა და მათ ნაცვლად ნათესავები დანიშნა. ცვლილებებს ისინი მერიის მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესებს უკავშირებენ.
გათავისუფლებული თანამშრომლები ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობენ და საქმის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.