პატიმართა მორიგი შეწყალება - ცოტა ხნის წინ შეწყალების კომისიამ გადაწყვეტილება გამოაცხდა.
შეწყალება შეეხო 155 მსჯავრდებულს, აქედან 105 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა სასჯელისაგნ და ისინი დღეს საპატიმროებს დატოვებენ. მათგან 8 ქალია. 50 მსჯავრდებულს კი საჯელი შეუმცირდა.
„დღეს შეწყალებულია 155 მსჯავრდებული, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში," - განაცხადა შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.