დადიანის 7 ნომერში 132 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. სახელმწიფოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის შეძენა 3 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.
ახლადააშენებულ კორპუსში 84 ერთ ოთახიანი, 24 ოროთახიანი და ამავე რაოდენობის სამოთახიანია.
წლის ბოლომდე ამავე დასახლებაში დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 ოჯახს გადაეცემა.