ე.წ. შეწყალების კომისიის სკანდალი - პოლიტპატიმართა სიის ერთ-ერთი ავტორი ნანა კაკაბაძე ინიციატივით გამოდის, რომ საერთაშორისო გამომძიებლებმა შეისწავლონ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირთა საქმეები. ასევე გამოკვლეული იქნას ალეკო ელისაშვილის შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდი.
ნანა კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ელისაშილმა, კონკრეტული დაინტერესების სანაცვლოდ, მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებულები შიეწყალა. კაკაბაძის აზრით, ელისაშვილი წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელების ინტერესებს ემსახურება.
„ვინაიდან, ეს ადამიანები არიან ყველაზე გამორჩეულები ქართულ ოცნებაში თავისი აქტიურობით, მათ შესაბამისად სიაში ყველაზე წინმსწრები ადგილები ეკუთვნოდათ. ამიტომ სამიზნედ სავარაუდოდ ამიტომ იყვნენ ისინი შეჩეული და არა იმიტომ, რომ ვინმე პარლამენტში კორუფციის წინააღმდეგ იბრძვის. ამოვითხოვთ ის საქმეები, რომელი საქმეებითაც ალეკო ელისაშვილმა ხალხს უარი უთხა შეწყალბეზე და ვინ და როგორი მუხლებით გაუშვა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.