20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
„სამი დღეა ვიხვეწები, დამკითხოს პროკურატურამ," - ალეკო ელისაშვილი

ე.წ. შეყალების სკანდალი გრძელდება - ალეკო ელისაშვლი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ეკა ბესელიას ბრალდებას პასუხობს.

ალეკო ელისაშვილი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდს უწოდებს. საკრებულოს დემოიკიდებელი დეპუტატი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„სამი დღეა ვიხვეწები საჯროდ, ხმამაღლა, რომ დამკითხოს პროკურატურამ, მითხრას ვინ მსჯავრდებულზე ლაპარაჯობს მექრთამე ბესელია, და ვინ ადვოკატზე ლაპარაკობს, რომ უმარტივესად დავასრულოთ ეს საკითხი. შეწყალების კომისია, არავის არ ათავისუფლებს და არც არავის არ ტოვებს ციხეში. გადაწყვეტილებებს იღებს პრეზიდენტი. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ჩემზე კი ნუ გადმოაქვს ისრები, მიმართოს პრეზიდენტის ადამინისტრაციას,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე შეწყალების სანცვლოდ თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები