20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
აქცია ზუგდიდში-მძღოლები თურქული კომპანიის შემოყვანას აპროტესტებენ

დღეს ზუგდიდში ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქალაქო და საერთაშორისო  მძღოლების, მორგი აქცია გაიმართა. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ არ გაიცეს ლიცენზია თურქული კომპანია მეტრო პლიუსის საქართველოში შემოყვანაზე. აღნიშნული ფირმა ბათუმში უკვე მუშაობს და ახლა მისი შემოყვანა იგეგმება ზუგდიდში, სენაკსა და ქუთაისში, თუმცა კომპანიის მეპატრონეები მძღოლების აქციის გამო ვერ ახერხებენ სადგურზე თავიანთი ფირმის  მიკროავტობუსები გამოყვანას.

მძღოლები ასევე აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება კომპანიას მაინც შემოიყვანს, ისინი იძულებულები გახდებიან პარტიზანულად გაუსწორდნენ ავტობუსებს და არ მისცემენ რეისის შესრულების საშუალებას.

მათივე განცხადებით აღნიშნული კომპანია მათ მგზავრებს წაართმევს და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩებიან და ვერც საბანკო სესხების დაფარვას ვერ შეძლებენ.

დღის ამბები