20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ადიგენში ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის სასაფლაო ერთად განთავსდება

ადიგენში ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის სასაფლაო ერთად განთავსდება, თუმცა სხვა და სხვა შესასვლელით. დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებმა შეთანხმებას ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს, რომელიც არსებული სასაფლაოს გაზრდას ითვალისწინებს. 

შეთანხმების შემდეგ სადავო მიწაზე მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ. სასულიერო პირებთან ერთად ადგილობრივებმა ის ადგილები გაზომეს, სადაც სამომავლოდ ამ ორი რელიგიის მიმდევრები მიცვალებულებს დაკრძალავენ.

ორ დღიანი ხმაურის შემდეგ სოფელში სასაფლაოს მესერით შემოღობვა სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

დღის ამბები