20 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება-დევნილებს დავალიანების დაფარვას სთხოვენ

წეროვანის დასახლებაში დღესაც კარგად ახსოვთ როგორ ჰპირდებოდა მათ კახა კალაძე კომუნალური გადასახადების გაუქმებას – დღეს კი სოზარ სუბარი მიმდინარე გადასახადის სრულად დაფარვას და 15–15 ლარის გადახდას სთხოვს. ასობით დევნილ ოჯახს დასახლებაში ათასობით ლარის დავალიანება აქვს – როგორ გადაწყდება მათი პრობლემა დღემდე გაურკვეველია.  

წეროვანის დევნილთა დასახლებაში ამ დროისთვის 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ დიდ ნაწილს ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე რამდენიმე ასეული ლარის დავალიანება ერიცხება, ზოგ მათგანის გადასახდელი თანხა კი რამდენიმე ათას ლარსაც აჭარბებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთადერთი შეღავათი დარიცხული თანხის გადანაწილებაა.

წეროვანში მცხოვრები სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახები უკვე 3 თვეა ბუნებრივი აირის გარეშე არიან დარჩენილი. ისინი მთავრობას წინასაარჩევნოდ დადებული პირობის შესრულებას სთხოვენ, რომელიც კომუნალური გადასახადის გაუქმებას გულისხმობდა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები