20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ახალგაზრდა გამომგონებლები ამერიკის საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

ახალგაზრდა გამომგონებლები საკუთარი გამოთვლებით ახალ მაკეტზე მუშაობენ.  პროექტი რომელსაც 18 წლამდე ასაკის ფიზიკით გატაცებული მოსწავლეები ახორციელებენ კოსმოსს და მზის ენერგიის მოპოვებას უკავშირდება.

განსხვავებული მზის პანელის ასაწყობად რამდენიმე თქვე აქვთ დარჩენილი. ლაბორატორიაში საკუთრი ხელით გამომცხვარი მასალებით - სამ განზომილებიანი კონსტრუქცია უნდა ააწყონ, მოგვიანებით უნიკალური გამოგონების წარდგენა ამერიკაში გამომგონებლების საერთაშორისო კონკურსზე მოუწევთ.

მაისამდე კი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი გამოწვევებისთვის ორ ჯგუფს ამზადებენ. მაისში ორი ახალგაზრდული გამოგონებით ინტერლ აისეფის კონკურსზე საქართველოდან ამერიკაში მიფრინავენ.

ავტორი: სალომე ბენაშვილი

დღის ამბები