155 შეწყალებული პატიმრიდან 105-მა ციხე უკვე დატოვა. მათ შორის 8 ქალია.
პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გუშინ გამოსცა. რაც შეეხება დანარჩენ 50 მსჯავრდებულს, მათ სასჯელი შეუმცირდათ.
შეწყალების კომისიამ ამჟამად სულ 1100-ზე მეტი საქმე განიხილა.
შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ, როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, თუმცა შეწყალება განზრახ ჩადენილ დანაშაულს არ შეხებია.