20 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
დედის დღეს ბათუმში პიაცაზე ფოლკლორული ფლეშმობი მოეწყო

ორიგინალურად დაიწყო დედის დღის აღნიშვნა ბათუმში. ბათუმის პიაცაზე ფოლკლორული ფლეშმობი მოეწყო.

ფლეშმობში 5 სხვადასხვა ანსამბლის 350-მდე მოცეკვავე მონაწილეობდა, რომლებმაც დედებს ქართული და თანამედროვე ცეკვის სინთეზით მიულოცეს დედის დღე.

ფლეშმობში მონაწილეობდნენ ის ანსამბლები, რომლებსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სასცენო კოსტიუმები შეუკერა. ყოველწლიურად სამინისტრო რეგიონში მოქმედ 14 ანსამბლს სასცენო კოსტიუმებს გადასცემს.

ფლეშმობის რეჟისურა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ქორეგორაფს, ამირან პაიჭაძეს ეკუთვნის.

დღის ამბები