ხმაური იყო ისნის დასახლებაში. მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეებს დღეს ობიექტი დალუქული დახვდათ. ბაზრობის მფლობელს საკუთარი არგუმენტები აქვს, თუმცა კარის გახსნის შემთხვავაშიც კი, მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას არ გეგმავენ.
ცოტა ხნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და კომპანია ტრანს სერვისის წარმომადგენელს შორის.
შეკრებილების ერთადერთი მოთხოვნაა, რომ ყოველთვიური ქირის გადასახადი კომპანიის წარმომადგენლებმა შეამცირონ.
კომპანიის წარმომადგენლისთვის აქციის მონაწილეთა მოთხოვნები მიუღებელია. მისი განმარტებით, კომპანია ქირის გადასახადის გადახედვას არ აპირებს.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება და ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.