დიდ დიღომში დღეს ღამით მომხდარი ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით ვერ ხერხდება ავტომანქანების ფარეხებიდან ამოყვანა, შესაბამისად ზარალის ოდენობა ცნობილი სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
რაც შეეხება Georgian Water & Power-ს, კომპანიის ინფორმაციით, წყლის მილის შეკეთება დასრულებულია და ეტაპობრივად მოხდება გამორთულ უბნებზე წყალმომარაგების აღდგენა. დაზარალებულ მოსახლეობას კი ზიანს აუნაზღაურებენ.