დიდ დიღომში გატენიისას წყლის მილი გასკდა, რის შედეგადაც 25 ავტომანქანა წყლის ძლიერი ნაკადის გამო მთლიანად დაზიანდა, ადგილზე მდებარე 4 კორპუსის სარდაფი კი წყლით აივსო. წყლიდან ავტომანქანების გამოყვანას მაშველები თითქმის მთელი დღე მოუნდნენ, მათი ნაწილის გამოყენება ვეღარ მოხერხდება. წინასწარი ინფორმაციით დატბორვა Georgian Water & Power- ის სამუშაოებმა გამოიწვია.
მოსახლეობა სარდაფებიდან საკუთარი ნივთების გამოტანას მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას Georgian Water & Power-გან ითხოვს.
მოსახლეობა ყვება, რომ ეს ტეროტორია გასული თვეების განმავლობაშიც იტბორებოდა, თუმცა Georgian Water & Power-ს რეაგირება არ ჰქონია.
კომპანია არ უარყოფს მის ბრალეულობას, ამიტომ საკუთარ თავზე იღებს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მოსახლეობას მიადგა.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, ტატო გურგენიძე.