20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ქონებრივი დავა და გაუსაძლის პირობებში ერთ ოთახში ჩაკეტილი 89 წლის მოხუცი

ლიდა რეჟენკოვა 3 წელია გისოსებს მიღმა, იძულებით პატიმრობაში იმყოფება. სახლი, სადაც 89 წლის მოხუცი გაუსაძლის პირობებში ჩაკეტეს, მის ნათესავს ეკუთვნის. 15 კვადრატული ფართობი ოთახის კარი, რომლსაც დღეების მანძილზე ბოქლომი ადევს, მხოლოდ მაშინ იღება, როდესაც მოხუცთან, თავისვე პენსიითა და სოციალური დახმარებით ნაყიდი საკვები მიაქვთ.

სახლი, სადაც ლიდა რეჟენკოვა ჩაკეტილია ლაგოდეხის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს. 

მოხუცის მომვლელი ლიდა სლაბუხინაა. ის აცხადებს, რომ ოთახში ჩაკეტვის გადაწყვტილება მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ასევე მეზობლებთან კონფლიქტის გამო მიიღო. მისი ინფორმაციით, სახლი სადაც ახლა პენსიონერი ჰყავს ჩაკეტილი, მეზობლებს უნდათ მისაკუთრება. საწინააღმდეგოს აცხადებენ ადგილობრივები.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ია გულიაშვილი. 

დღის ამბები