იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, აქციის გამართავს გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის.
ისინი მოითხოვენ, რომ დროებით არ დაინიშნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე. მათ შესაბამისი განაცხადი, ორი დღის წინ პირველ ინსტანციაში წარადგინეს. კოალიცია ითხოვს, დროებითი განჩინების მიღებას, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ექნება ახალი თავმჯდომარის დანიშვნის უფლება.
არასამთავრობოები პასუხს დღეს ელოდებიან საქალაქო სასამართლოდან. პარალელურად, მზადდება სარჩელი მამუკა ახვლედიანის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით.
კოალიცია არ გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.