20 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელს აირჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ასევე კენჭი უნდა უყარონ კოლეგიის თავმჯდომარეთა კანდიდატებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეა წარდგენილი. ასევე განიხილება მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხები. დღეს გაირკვევა როდიდან დაიწყება მსურველთა განაცხადების მიღება.

სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. ის არ არის დახურული და მასზე დასწრების შესაძლებლობა მედიას და არასამთავრობოებსაც ექნებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები