20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

დღეს გაგრძელდება ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა მომხდარ თავდასხმაზე. დაკითხვის პროცესს დაესწრება მისი ადვოკატიც. ლევან სამუშიას თქმით, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

რაც შეეხება საქმის მასალებს, მას სავარაუდოდ დაკითხვის შემდეგ გაეცნობა დაცვის მხარე.

თავისუფალი დემოკრატები კვლავ ითხოვენ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარე გამოძიების განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას, თუმცა, ადვოკატის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მიიღებენ.

ალექსი პეტრიაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ერთი კვირის წინ დაჭრეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები