20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის - პლენარული სხდომა პარლამენტში

დეპუტატებმა დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უნდა დაამტკიცონ.

მანამდე დოკუმენტს კანონმდებლები მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონების იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც ამ შეღავათით 2016 წლის პირველ იანვრამდე სარგებლობდნენ, ეს შეეხება ტყიბულსაც.

ამისთვის ბიუჯეტიდან 400 ათას ლარამდე გამოიყოფა. შეღავათი, დაახლოებით, ათასზე მეტ ადამიანს შეეხება. კიდევ რა საკითხები გავა დღეს სესიაზე, ბიუროს სხდომაზე დაზუსტდება.

დღის ამბები