20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
უსახლკაროდ დარჩენილი მამაკაცი ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა

კერძო იპოთეკით დაზარალებული გაბიტაძეების შვიდსულიანი ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ისინი უკვე მეოთხე დღეა უსახლკაროდ არიან დარჩენილები.

ერთადერთი დროებითი თავშესაფარი უკვე ყოფილი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მცირე ზომის ნაგებობაა, რომელიც ასევე სხვისი საკუთრებაა და სადაც ბავშვებთან ერთად აფარებენ თავს.

როგორც აცხადებენ, კერძო იპოთეკარისგან თანხა ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო აიღეს და დროულად გადახდა ვეღარ შეძლეს, რის გამოც დაკარგეს ბინა. ნერვიულობის ნიადაგზე კი გამოსახლების შემდეგ 68 წლის ოსმან გაბიტაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი ჯერაც არ დაუკრძალავთ.

დღის ამბები