მორიგი აღმოჩენა NASA-ს მეცნიერების მიერ. პლუტონზე თოვლით დაფარული მთები აღმოაჩინეს.
NASA-ს ინფორმაციით, თოვლის საფარი პლუტონის იმ ნაწილში დააფიქსირეს, რომელიც ბნელ სექციად ითვლება. მეცნიერების განმარტებით, ფოტომასალაში აღბეჭდილი თეთრი მასა მეთანია და მისი კონდენსირება ყინულის ფორმით მოხდა.
პლუტონის ზედაპირის ვიზუალური მასალები NASA-მ რალფის მრავალსპექტრიანი კამერის საშუალებით, კოსმოსური ხომალდიდან მოიპოვა.