ექიმის გადაწყვეტილებით, ალექსი პეტრიაშვილს სამართლადამცველები დღეს აღარ დაკითხავენ. მედიკოსების განამრტებით, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის შეუსაბამოა.
გადაწყვეტლების შესახებ ცნობილი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდა.
ადვოკატის განმარტებით, საქმის მასალებს დაზარალებული მხარე უახლეოს დღეებში მიიღებს. ასევე ცნობილი გახდება გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებიც. სინჯი ალექსი პეტრიააშვილს დღეს აუღეს.
თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუკა პეტრიაშვილის საქმეზე კვალიფიკაცია შესაძლოა შეიცვალოს.
„კვალიფიკაცია ჯერ არ შეცვლილა, თუმცა შსს გვარწმუნებს, რომ აღნიშნული ცვლილება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც დაკავებული იქნებიან პირები და მათ წაეყენებათ ბრალი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
მან აღნიშნა, რომ პეტრიაშვილს 3-ზე მეტი ჭრილობა აქვს და ერთი ტყვიის ამოღება მისი სხეულიდან ვერ ხერხდება.