20 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
პრემიერმინისტრი "ბათუმის წყლის" დირექტორის საკითხით ინტერესდება

პრემიერმინისტრი ბათუმის წყლის დირექტორის საკითხით ინტერესდება. გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ალექსანდრე მიქელაძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვს. 

პრემიერი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხში დეტალურად გარკვევა დაავალა. 

"თუ ეს საკითხი დადასტურდება და მე მინდა დეტალებში და სიმართლეში გაერკვეთ, მე მინდა, რომ ამ პიროვნებამ სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა. აუტანელია და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ საჯარო მოხელეები საკუთარ თანამდებობას იყენებდნენ იმისათვის, რომ საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილონ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის წყლის დირექტორი, ალექსანდრე მიქელაძე ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში სასურველ მაგიდასთან ვერ მოხვდა, რამაც მისი გაბრაზება და რესტორნის დატოვება გამოიწვია. ძალიან მალე რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყდა.

დღის ამბები