20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარტია სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გირჩის პოზიციით მუხლი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის ერთდროულად სამ მუხლთან.

"მოთხოვნა არის, რომ არ მოხდეს  ადამიანების დაჭერა და არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა, ანუ საუბარია დეკრიმინალიზაციაზე, მარიხუანის მოხმარების. ჩვენ მოთხოვნა ამ შემთვევაში არ ეხება შენახვას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება და ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთვევაში მარიხუანის მოხმარების გამო არამხოლოდ არ დაიჭერენ არამედ არ მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში და დარჩება ადმინისტრაციული სამართლის სფეროში", - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის დამფუძნებელმა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები