20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
"მაესტროს" აქციონერები სასამართლოს მათი სარჩელის განხილვის დაწყებას სთხოვენ

მაესტროს აქციონერები მამუკა ღლონტი და ეკატერინე აკობია სასამართლოს მათი სარჩელის განხილვის დაწყებას სთხოვენ. ადვოკატის განმარტებით, სასარჩელო განცხადება მათ ჯერ კიდევ დეკემბერში შეიტანეს და ამ დრომდე პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. საუბარია არსებული მდგომარეობით ჯამში 20%-იანი წილის მფლობელთა მხრიდან წილების ნაწილის გასხვისების უკანონოდ ცნობაზე. პაატა კიკვიძის განცხადებით, გია გაჩეჩილაძის მიერ წილების მითვისებასთან დაკავშირებით პროცესის გაჭიანურება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვს აჩენს.

“ამ პირობებში როდესაც სადავო არის მისი წილობრივი მდგომარეობა ამ მდგომარეობაში და მისი წილი ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ის სასამართლო დავა, რომელიც მის წილთან დაკავშირებულ დავას ეხება თუ გადაწყდა მამუკა ღლონტის და ეკა აკობიას სასარგებლოდ ასეთ ვითარებაში გიორგი გაჩეჩილაძე კარგავს საკონტროლო პაკეტს. ყველა სხვა საკითხი იხილება დროის მოკლე ვადაში და რატომღაც ეს ძირითადი საკითხი ჭიანურდება. რა თქმა უდნა ბადებს ეს სერიოზულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესი არის მართული“ -  განაცხადა მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას ადვოკატმა პაატა კიკვიძემ.  

დღის ამბები