პრემიერმინისტრმა მცირე და საშუალო მეწარმეებს ეკონომიკის რეფორმირების 4 პუნქტიანი გეგმა გააცნო. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ბიზნეს სექტორის წევრებისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუდმივ ფორმატში პრობლემების მოგვარების მიზნით მთავრობასთან შეხვედრებს გამართავს.
“ბევრი საკითხი დაისვა აქ იყო ადმინისტრაციული საკითხები, იყო საგადასახადო საკითხები, იყო ფინანსებზე წვდომის გამარტივების საკითხი მათ შორის, ჩვენ გავაცანით ჩვენი რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმა, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილიც გახლავთ მოგების გადასახადის გაუქმება, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება. აუცილებლად შეიქმნება მუდმივმოქმედი წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც ამა სექტორის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს მუდმივ რეჟიმში მოიტანს სახელმწიფოსთან“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სწორედ მცირე მეწარმეობა და საშუალო მეწარმეობამ უნდა შექმნას ქვეყანაში ძირითადი სამუშაო ადგილები.
“ჩვენ კარგად გვაქვს გათვთცნობიერებული, რომ სწორედ მცირე მეწარმეობა და საშუალო მეწარმეობამ უნდა შექმნას ქვეყანაში ის ძირითადი სამუშაო ადგილები რომლებიც ქვეყანაშია რის შესაქმნელი და სწორედ მათზე დაყდნობით უნდა მოხდეს ქვეყნის შემდგომი განვითარება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.