თამბაქოთი ვაჭრობის და რეკლამირების წესების დარღვევა გააპროტესტეს დღეს თბილისის 64-ე საჯარო სკოლის წინ.
სტუდენტებმა და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებმა სიგარეტის რეკლამირება და სკოლებთან თამბაქოს ჯიხურების ახლო მდებარეობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლური სახაზავით მათ შორის მანძილიც გაზომეს, რომელიც კანონით გათვალისწინებულს აღემატება. ახალგაზრდები ხელისუფლებას მოუწოდებენ დროული რეაგირება მოახდინონ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.