20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"გაურკვეველი" ურთიერთობა გაზპრომთან და ენერგოგიგანტის წინააღმდეგ დაგეგმილი მასშტაბური აქცია

საინფორმაციო აქციაზე, რომელზეც გამვლელებს გაზპრომიდან მომდინარე საფრთხეებს აცნობდნენ მოქალაქეებს სტუდენტებმა გამართეს.

სტუდენტები გაზპრომთან მოლაპარაკების გასაპროტესტებლად, 6 მარტს დაგეგმილ აქცია-ჯაჭვსაც შეუერთდებიან, სადაც მთავარი მოთხოვნა ასევე გაზპრომთან მოლაპარაკებების შეწყვეტა იქნება.

გაზპრომთან მოლაპარაკების შეწყვეტის აუცილებლობასა და შეთანხმების ძველი პირობების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

გაზპრომის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორი ნაციონალურ მოძრაობაა. პარტია ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დღემდე გაზპრომიდან გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვის აუცილებლობაზე იყო საუბარი. საზოგადოების რეაგირების შემდეგ კი ხელშეკრულება socar-თან გააფორმა. 6 მარტს აქციაზე მთავარი მოთხოვნა რუსულ ენერგოგიგანტთან ნებისმიერი მოლაპარაკებების შეწყვეტა და შეთანხმების ძველ პირობებზე დარჩენა იქნება.

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები