20 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ყოფილი ხელმძღვანელისა და მესამე სექტორის მოთხოვნის მიუხედავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გიორგი მიქაუტაძე თანამდებობაზე მაინც დაამტკიცა. ლევან მურუსიძის მიერ წარდგენილი კანდიდატურის წინააღმდეგ საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა მისცა ხმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლეებსა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ნინო გვენეტაძემ წარუდგინა. მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების შემდეგ პოსტი ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის თავმჯდომარემ- გიორგი მიქაუტაძემ გადაიბარა. მიქაუტაძესთან ერთად ნინო გვენეტაძემ დღეს მოსამართლეებს სისხლის, საგამოძიებო და სამოქალაქო კოლეგიების ახალი ხელმძღვანელებიც წარუდგინა.

საქალაქო სასამართლოს ახალი ხელმძღვანელიც და კოლეგიების თავმჯდომარეებიც მუშაობას დღეიდან უკვე შეუდგნენ.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები