20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის დამტკიცების პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა

საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დამტკიცების პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობოებმა მამუკა ახვლედიანის მიერ დაწყებული სასამართლო დავის დასრულებამდე საბჭოს წევრებისგან კიდევ ერთხელ მოითხოვენ კენჭისყრის გადადება. იუსტიციის საბჭოში მიმდინარე სხდომის პოარალელურად ცნობილი გახდა თავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა ყოფილი თავმჯდომარის შუამდგომლობა და ასევე უარი თქვა სასამართლოს ახალი ხელმძღვანელის დამტკიცების პროცესის შეჩერებაზე.

კენჭისყრის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საბჭოს შენობასთან ელოდებოდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი განაცხადეს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ გადაწყვეტილებით ვითარება ჩიხში განგებ შეიყვანა.

დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობისა და საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მისი გადაყენების კანონიერების საკითხზე ოფიციალური სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავს.

 ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები