20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
ქალი კადრში - ოჯახურ ძალადობაზე დოკუმენტური ფილმების ფესტივალი

ქალი კადრში - დოკუმენტური ფილმების სამდღიანი ფესტივალი დაიწყო თბილისში. პროექტი ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება და მისი მიზანი საზოგადოებისთვის კინემატოგრაფისტ ქალთა მიერ ქალთა უფლებების თემაზე შექმნილი ფილმების წარდგენაა.

კინოთეატრ ამირანში აჩვენებენ ისტორიებს განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ქალებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და ირგვლივ არსებული გარემო უკეთესობისკენ შეცვალეს.

ფესტივალი დანიელი რეჟისორის, ბერიტ მანსენის, ფილმით გაიხსნა. ქართველი, ებრაელი, პოლონელი და ბელგიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრების ნახვა სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ფესტივალის გახსნას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანიც, დაესწრო, რომელმაც ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა და ამ საკითხში საზოგადოების აქტიურობას გაუსვა ხაზი.

დღის ამბები