ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორები კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯის მინდელის სახელობის შახტაში არსებულ ვითარებას სწავლობენ.
ისინი ადგილზე ეცნობიან დასაქმებულების სამუშაო გარემოს. აკვირდებიან, რამდენად არის უსაფრთხოება დაცული და მონიტორინგს უწევენ დასაქმებულების შრომით უფლებებს.
ინსპექტირების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორები სპეციალურ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და კომპანიის მენეჯმენტს წარუდგენენ.