შინაგან საქმეთა მინისტრმა საჩხერე-ამბროლაურის მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა.
ახალმა სამსახურმა გახსნის დღესვე პირველი მომხმარებელი მიიღო, რომელსაც ავტომანქანის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი გიორგი მღებრიშვილმა გადასცა.
მინისტრმა პირადად ჩაიბარა მართვის მოწმობის სატესტო გამოცდა და მომსახურების სააგენტოს ახლადგახსნილ ოფისში მისულ ადგილობრივებს გაესაუბრა.
“სწრაფი, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და მოსახლეობაზე ორიენტირებული სერვისების მიწოდების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე მდებარეობს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.