ქართველი ძალოსანი ქალი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძალისმიერ სამჭიდში შეჯიბრი დუბაიში გაიმართა, სადაც თეონა რუსაძემ 75 კგ-ის აზიდვით გამარჯვება მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონობამდე, 27 წლის სპორტსმენს უკვე მოგებული ჰქონდა აზიისა და ევროპის პირველობები.
თეონა რუსაძე ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექთნად მუშაობს, სამჭიდით კი ბოლო 7 წლის განმავლობაშია დაკავებული.