პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთშია. გიორგი კვირიკაშვილს ახალციხესა და ბორჯომში რამდენიმე ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
გიორგი კვირიკაშვილმა ახალციხეში საფარას მამათა მონასტრის მონაკვეთზე მიმდინარე გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. გზის აღდგენა დაახლოებით 2016 წლის დეკემბრამდე დასრულდება.
პროექტი მსოფლიო ბანკის და ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
ახალციხეში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, გზის აღდგენითი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, დაათვალიერა.