სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს დღეს გამთენიისას გურიში. TBC ბანკის PAY BOX ოზურგეთის ცენტრალურ, მერაბ კოსტავას, ქუჩაზე გატეხეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენამდე ბოროტმოქმედმა ან ბოროტმოქმედებმა ახლომდებარე ვიდეო კამერები დააზიანეს.
წაღებული თანხის ოდენობა არ კონკრეტდება. ამ დროისთვის სამართალდმაცველებს არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის, მუხლით მიმდინარეობს.