მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, ადგილზევე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ქალა-ტვინის დახურული ტრამვა გახდა.
მსუბუქ ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და მას დაზიანებები არ მიუღია.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.