ან წუთებში თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის, დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც პარტიაში რუსთავი2-ს განუცხადეს, დაკითხვა საავადმყოფოში დღეს 16 საათზე დაიწყო და ამ წუთებამდე გრძელდება.
ალექსი პეტრიაშვილი სამართალდამცველებმა ერთხელ უკვე დაკითხეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესი გადაიდო.